ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია „ლომთა ერის“ ფარგლებში, ირანზე შეტევა განაგრძო. დაიბომბა ქვეყნის ჩრდილო/დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ თავრიზის სამხედრო ბაზა. ინფორმაციაზე BBC წერს.
ასევე, ვრცელდება ცნობები ნეთენზის რაიონში მდებარე ბირთვულ ობიექტზე განმეორებითი შეტევის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კონკრეტულ ობიექტზე ეწევა ირანი ურანის გამდიდრების ოპერაციას.
ნეთენზი ათიათასობით ცენტრიფუგას ფლობს და ის ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ძირითადი კონტრიბუტორია.
განმეორებითი შეტევა ისრაელმა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის და რამდენიმე სხვა, წამყვანი სამხედრო პირისა და ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“ ნეთენზის ბირთვულ ობიექტს.
„ეს ობიექტი რევოლუციური გვარდიის კორპუსს ემსახურებოდა, მათი სამხედრო ბირთვული პროგრამის წინსვლისთვის“, – ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
„მრავალი წლის განმავლობაში, ირანის რეჟიმი ცდილობდა ნეთენზის ობიექტში ბირთვული იარაღის მოპოვებას“, – აღნიშნავს დეფრინი და დასძენს, რომ ქვეყანას ამისთვის „საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვს ურანის სამხედრო დონემდე გასამდიდრებლად“.