ისრაელი აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალი ლარიჯანი დარტყმის დროს მოკლა და ქვეყნის ლიდერებზე „ნადირობას“ გააგრძელებს.
უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების შესახებ 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების პირველი დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
დარტყმების პირველ ტალღაში ასევე დაიღუპნენ უსაფრთხოების მრჩეველი ალი შამხანი, თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე, რევოლუციური გვარდიის მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
















