ისრაელი ირანის სიღრმეში ბალისტიკური რაკეტების გამშვებ კომპლექსებს ურტყამს

სხვადასხვა მედიასაშაუალებები იტყობინებიან, რომ თბილისის დროით ორი საათისთვის ირანის სიღრმეში დიდი აფეთქებების ხმა ისმის.

ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მობილურ კომპლექსებზე ინტენსიურ დარტყმებს ახორციელებენ. სწორედ ამ კომპლექსებიდან იგზავნება უმეტესწილად რაკეტები ისრაელის მიმართულებით.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანზე გამანადგურებელი იერიშები 13 და 14 ივნისს მიიტანა: განადგურებულია ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია მეცნიერთა და ფიზიკოსთა ჯგუფები, რომლებიც ბირთვულ პროექტებზე მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ჰაიფაში ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას რაკეტა ჩამოვარდა-დაშავებულია ორი ადამიანი
შემდეგი სტატიაუილსონი: ქართველი ხალხი 200 დღის განმავლობაში ანტიამერიკულ რეჟიმს აპროტესტებს