5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ისრაელი ირანის ექსპერტთა ასამბლეას აფრთხილებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრებს აფრთხილებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ასამბლეა ირანის ახალი სულიერი ლიდერის არჩევასთან დაკავშირებით შეიკრიბება, ისრაელი მიზანში ამოიღებს ყველა იმ პირს, ვინც მემკვიდრის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

განცხადების მიხედვით, ისრაელის ხელისუფლება გააგრძელებს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო მემკვიდრეებისა და მათ მხარდამჭერთა დევნას.

ირანის ექსპერტთა ასამბლეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შეკრებილა, მალე ყუმის ქალაქში შეიკრიბება. გვსურს, გაცნობოთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლება გააგრძელებს ხამენეის ყველა მემკვიდრის და ყველა იმ ადამიანის დევნას, ვინც მემკვიდრის დანიშვნას შეეცდება. ვაფრთხილებთ ყველას, ვინც მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაში მონაწილეობას აპირებს, რომ ჩვენ უყოყმანოდ მიზანში ამოვიღებთ. ეს გაფრთხილებაა!, – განაცხადეს თავდაცვის ძალებში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში 400-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს
შემდეგი სტატიარომის პაპი – ახლო აღმოსავლეთში დიალოგისთვის სივრცე უნდა გაიხსნას