9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ისრაელი „ჰეზბოლას“ გზების ჩასაკეტად კიდევ ერთ ხიდს აფეთქებს

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ლიტანის მდინარეზე კიდევ ერთ ხიდს დაბომბავს, რათა „ჰეზბოლას“ სამხრეთ ლიბანში მებრძოლებისა და იარაღის გადასროლის საშუალება არ მისცეს.

სამხედრო უწყების ცნობით, იერიში განხორციელდება ალ-დალაფას ხიდზე, რომელიც მდინარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ისრაელმა მანამდე უკვე გაავრცელა გაფრთხილება, რომ ლიტანის მდინარეზე არსებულ ყველა გადასასვლელს დაბომბავდა, რადგან მათ „ჰეზბოლა“ თავისი მიზნებისთვის იყენებს.

banner
წინა სტატიაშივასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს 240 ლარისა და 10 თეთრის უკან დაბრუნებას სთხოვს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება