ისრაელი – “ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა | CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 54 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

“CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით
შემდეგი სტატია“ჰამასს” ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ – ოსტინი