ისრაელი-ღაზის ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 42 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 37 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 9, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

“CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ცალკე პოლიტიკური ცურვა
შემდეგი სტატიაოდიშარია – ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეშინებულია ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო