ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იმყოფებიან, ანკლავში აბრუნებს, – ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„ისრაელი ღაზასთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს. აღარ იქნება პალესტინელი მუშები ღაზიდან. ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დღეს ისრაელში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ღაზაში დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.