ისრაელი ღაზაში „ჰუმანიტარულ პაუზას“ დათანხმდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორში ე.წ. „ჰუმანიტარულ პაუზებს“ დათანხმდა იმ მიზნით, რომ ბავშვები პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.

ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა რიკ პეპერკორნმა განმარტა, რომ კამპანია ღაზას სექტორში, დაახლოებით, 640 000 ბავშვის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

ვაქცინაცია სამ ეტაპად განხორციელდება ღაზას სექტორის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში და ყოველი ეტაპის განმავლობაში ბრძოლა ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეჩერდება ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან 15:00 საათამდე.

banner
წინა სტატიაშისულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება – ბორელი
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – „ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 41 მილიონამდე ლარი მიიღეს