20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ისრაელი გაერო-ს გენერალურ მდივანთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს

J

ისრაელი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან ყველანაირ ოფიციალურ კონტაქტს წყვეტს. გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ თელ-ავივის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ისრაელის იმ „შავ სიაში“ შეყვანა გახდა, სადაც კონფლიქტის ზონებში სექსუალურ ძალადობაში სავარაუდო ბრალდებული ქვეყნები ხვდებიან.

ელჩმა გაერო-ს ნაბიჯს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ორგანიზაციას გუტერეში ხელმძღვანელობს:

„ჩვენ დავიღალეთ გენერალური მდივნის ტყუილებით. დემოკრატიული ისრაელის სახელმწიფოს გაიგივება „ჰამასის“ ტერორისტებთან ახალი დაბალი დონეა. ისრაელი იცავს თავის მოქალაქეებს, მაშინ როცა „ჰამასი“ ხოცავს, აუპატიურებს და იტაცებს ადამიანებს“, — განაცხადა დენი დანონმა.

გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკის განცხადებით,  მიუხედავად თელ-ავივის პოზიციისა, გაერო-ს მხრიდან მოლაპარაკებების კარი ღია რჩება.

banner
წინა სტატიაში“ქართუმ” ივანიშვილის კომპანიისგან მიწა იყიდა — ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: „ქართულ ოცნებას“ რომ მოვუსმინე, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ მოქალაქე საცემი იყო, მაგრამ ცუდია, რომ გადაღება მოახერხეს