26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის

ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, – „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა.

„ამერიკელებს ესმით, რომ მოლაპარაკებები ირანთან არსად მიდის“, – აცხადებს ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

„ჩვენ ვემზადებით და ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. უფრო მეტი გვეცოდინება 24 საათში“, – განუცხადა წყარომ ისრაელის მედიას.

banner
წინა სტატიაშიაშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: რეჟიმმა უკან დაიხია უკრაინასთან, ასევე უკან იხევენ ევროპის საკითხზე