ისრაელის არმიამ ბეირუთის მცხოვრებლებს სოციალური ქსელებისა და საინფორმაციო არხების მეშვეობით მიმართა. ევაკუაციის ბრძანება რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონას მოიცავს:
ევაკუაციის ზონაში მოექცა ჰარეთ ჰრეიკი, ღობეირი, ალ-ლილაკი, ჰადათი, ბორჯ ელ-ბარაჯნე, თაჰვითათ ალ-ღადირი, შიია და ალ-ჯანა.
„ჩვენი მიზანი თქვენი დაზიანება არ არის… თქვენივე უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა გაეცალოთ ტერიტორიას“, — ნათქვამია ავიჩაი ადრაის მიმართვაში.
ისრაელის სარდლობის განცხადებით, აღნიშნულ უბნებში განთავსებულია „ჰეზბოლას“ სამალავები, იარაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები.
ბოლო დღეებში ლიბანზე მიტანილი იერიშები ყველაზე მასშტაბურია „პეიჯერების ოპერაციის“ შემდეგ, რაც მიანიშნებს, რომ ისრაელი დაჯგუფების სრულ დემონტაჟს ცდილობს.
















