“ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას, – ამის შესახებ გნცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აკეთებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ კენჭს უყრის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოვლისმომცველი გეგმის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ასევე ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პოტენციურ გზას.

საარმა აღნიშნა, რომ ისრაელი ამას არ დაუშვებს.

„ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ისრაელის მიწის გულში“, – განაცხადა საარმა.

banner
წინა სტატიაში3 დაღუპული და 14 დაშავებული – რუსეთმა დონეცკისა და ხერსონის ოლქებში დარტყმები განახორციელა
შემდეგი სტატიამამა ილია მეუფე შიოს მიმართავს: “ნუ იქნებით მიკერძოებული, იყავით სამართლიანი”