ისრაელი აცხადებს, რომ საევაკუაციო დერეფანი 10:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს, რა დროსაც ღაზას მოსახლეობა ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებას შეძლებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზას მცხოვრებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საევაკუაციო დერეფანი დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე იმოქმედებს და ამ პერიოდში მოსახლეობა ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებას შეძლებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები არ განახორციელებს ოპერაციებს ამ მარშრუტის გასწვრივ ამ პერიოდის განმავლობაში“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, მოსახლეობამ, მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვოს და სამხრეთით გადავიდეს.

”დარწმუნებული იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე უზრუნველყვეს მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

banner
წინა სტატიაშიIDF-ის პრესსპიკერის თქმით, “ჰამასი” მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ხელს უშლის
შემდეგი სტატიაჯანმო – ღაზის საავადმყოფოს პაციენტებისთვის ევაკუაცია სამხრეთით გადატვირთულ საავადმყოფოებში შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყოს