15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე დარტყმის შედეგად “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ისრაელის განცხადებით,  ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბარუდი, „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის სახელით, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალი ტერორისტული თავდასხმის დასაგეგმად და განსახორციელებლად“ მოქმედებდა.

„ბარუდი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა და ის ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურა, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური იზ ალ-დინ ალ-ჰადადი ღაზაზე საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია“აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს ევროკავშირის გახლეჩა სურთ” – კაია კალასი