ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ 450-მდე ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზას სექტორში „ჰამასის“ 450-მდე ობიექტს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ღამით, დამატებითი ძალების შეყვანით, სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარებმა „ჰამასის“ ტერორისტულ უჯრედებს და რაზმებს დაარტყეს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად
შემდეგი სტატიასარაკეტო განგაში ცენტრალურ ისრაელში – ნგრევა იყო თელ-ავივში