ისრაელი აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სარაკეტო იერიშებზე იყო პასუხისმგებელი

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰასან ალ-აბდულა, რომელიც სარაკეტო იერიშებზე იყო პასუხისმგებელი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიადარტყმა განხორციელდა ალ-აბდულას ადგილსამყოფელზე, რომლის შესახებაც სადაზვერვო ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვამ მოიპოვეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ იერიშის შედეგად, ასევე, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი და გაანადგურეს ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე ობიექტი ღაზას სექტორში.

banner
წინა სტატიაშიმონტენეგროს პრემიერი – საქართველოს ვუყურებთ, როგორც კარგ მაგალითს და თვალს ვადევნებთ, თუ რას აკეთებს ქვეყანა ტურიზმის სექტორში, ძალიან კარგი შედეგებია, ძალიან კარგი მარკეტინგი ხორციელდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რჩევას თუ ჰკითხავს, შეიძლება, კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაიყვანონ – სამხარაძე