ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დნმ ნიმუშით სინვარის სიკვდილის დადასტურებას ცდილობდნენ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადების თანახმად, სინვარი დღეს ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოკლეს.
“ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.
სინვარის სიკვდილი ხნის მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესაძლებლობას და გზას უხსნის ცვლილებებს, რომელიც ახალ რეალობას მოიტანს ღაზაში – ჰამასისა და ირანული კონტროლის გარეშე”, – აღნიშნა მინისტრმა.