ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საზღვრის მახლობლად, ლიბანის სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა ღაზაში რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მოდელის შესაბამისად, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საზღვართან არსებული საფრთხეები.
ისრაელ კაცის თქმით, ოპერაციის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის შიგნით უსაფრთხოების ზონას შექმნის და მდინარე ლიტანამდე მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრის აცხადებს, ისრაელი აკრძალავს სამხრეთ ლიბანის 600 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნებას მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე რაიონებში, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება.
ისრაელ კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი შეეცდება, შეცვალოს ვითარება ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მუდმივი ყოფნის გზით.















