ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს ლიბანში დაკავებული ტერიტორიებიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ქვეყანა ლიბანში, სირიასა და ღაზის სექტორში ისრაელის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე „განუსაზღვრელი ვადით“ დარჩენას გეგმავს.
apnews-ის ინფორმაციიით, ისრაელის ეს პოზიცია შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ირანსა და აშშ-ს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეულ დროებით შეთანხმებას.
მედიის ცნობით, ირანს დროებითი შეთანხმების ერთ-ერთ პირობად ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმების შეწყვეტა აქვს დასახელებული.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა თეირანი, რომ თუ ირანი ლიბანში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ქვეყანაზე თავდასხმას გადაწყვეტს, პასუხი მასშტაბური იქნება.
„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში ისრაელმა სამხედრო ოპერაციების შედეგად კონტროლი დაამყარა ღაზის სექტორის, ლიბანისა და სირიის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრზე.


















