15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ისრაელ კაცი: ირანმა უნდა აირჩიოს -ან ხიდი მომავლისკენ ან განადგურების უფსკრული

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ირანის მისამართით მორიგი მკაცრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თეირანი „ისტორიულ გზაგასაყარზე“ დგას და შეცდომის დაშვება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

კაცმა დააანონსა, რომ ისრაელს ჯერ კიდევ აქვს შერჩეული ისეთი სამიზნეები, რომლებსაც აქამდე არ შეხებია. მისი თქმით, ეს დარტყმები იქნება „კიდევ უფრო მტკივნეული“, ვიდრე ექვსკვირიანი კამპანიის განმავლობაში განხორციელებული შეტევები.

„ირანმა უნდა აირჩიოს — ან ხიდი მომავლისკენ ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული“,_  განაცხადა მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიეძღვნა.

 

banner
წინა სტატიაშიპიტ ჰეგსეთი: ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტეში მეკობრეობა და ტერორიზმია
შემდეგი სტატიამცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება