18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ისრაელ კაცი: „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს

„ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს,– ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.

„აღარ იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბეირუთი მშვიდად იქნება, ვიდრე ისრაელის დასახლებული ადგილები შეტევის ქვეშაა“, – განაცხადა კაცმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ის თხოვნით, თავდაცვის ძალები დღემდე თავს იკავებდნენ ბეირუთში მასშტაბური დარტყმებისგან.

კაცის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს „ჰეზბოლაზე“ საპასუხო დარტყმების გეგმა სატელეფონო საუბრისას გააცნო, „ამერიკელებმა კი ეს პრინციპი მოიწონეს და ლიბანის მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობეს“.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
შემდეგი სტატიაისრაელმა სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გააგრძელა