“ისრაელ, დააბრუნე შენი მფრინავები სახლში!” – ტრამპი

დონალდ ტრამპი ეხმიანება ისრაელის გადაწყვეტილებას, ბერ-შევაში ჩამოდგებული ბომბებისა და 4 მოქალაქის მკვლელობისთვის საპასუხო იერიში მიიტანოს ირანზე და ამის გაკეთებას არ ურჩევს:

“ისრაელ, არ ჩამოაგდო ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. დააბრუნე შენი მფრინავები სახლში, ახლავე”, – დაწერა ტრამპმა.

მისმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ისრაელის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში, სადაც აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპთან ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და ამ განცხადებს მისგან არ ელოდნენ.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი გადადგა, მას მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიალავროვი: რუსეთი ხედავს რისკებს ნატოს მცდელობაში, პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და არქტიკის რეგიონებში