“ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი პირი მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ორივე პირი მტკიცებულებების გარეშეა მოთასებული საპატიმროში.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დღეს გასარაჯაროვებულ მტკიცებულებებში, სავარაუდოდ, მისი სახელია ნახსენები.

„კი, სავარაუდოდ ჩემზეა საუბარი. ცოტა მიჭირს სერიოზულად ამ ბრალდების, ამ ნაწილის განხილვა, რადგან მე ამ საქმეს, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ სამართლებრივ ჭრილში. ძალიან ბევრი კომიკური საქმე გვინახავს ზოგადად, მათ შორის პოლიტიკურად შეთითხნილი, მაგრამ ეს არის განსაკუთრებულად პოლიტიზებული, როდესაც ორი უდანაშაულო ადამიანი, სრულიად ამორალური ბრალდებით, მტკიცებულებების გარეშე არიან საპყრობილეში.

როგოც ჩემთვის ცნობილია, ჩემზე საუბრობს ასევე ბატონი ზაალიშვილი, რომელიც არის სუს-ის ოდეერი ჩვეულებრივად და დაწინაურებული ამ საქმის შემდეგ, ისნის საოლქო კომისიაში. ამიტომ, ახლა არ ვიცი რა შევაფასო – არსებობს თუ არა ხატია დეკანოიძის დასაჭერთა სია, ხომ კომიკურია?! არ ვიცი, თუ უნდათ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება მოაწყონ ჩემს წინააღმდეგ?! ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, როდესაც ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მზად, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდიხარ, მაშინ შენ წინააღმდეგ შეიძლება გაილაშქროს მართლმსაჯულებამ. ასეთ ვითარებაში ვართ, ამიტომ არ ვიცი, დაველოდები. ჩემთვის არ დაურეკავთ არც დაკითხვაზე, არც გამოკითხვაზე. ჯერჯერობით არის ის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ პროპაგანდისთვის იყენებენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ლელო” მიესალმება რომ ქვეყნის პარტნიორების უპირატესი ინტერესია საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სტაბილური განვითარება.
შემდეგი სტატია“კორონავირუსთან ბრძოლაში დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს”