ისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს მერია აანაზღაურებს

ისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯების მერია აანაზღაურებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისნის რაიონში სამწუხარო ფაქტი მოხდა.

„მგზავრები არიან მცირედ დაზიანებულები, საგანგაშო დაზიანება არ აქვთ. დაშავებულები ოპერატიულად გადაიყვანეს საავადმყოფოებში. მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას ქალაქის მერია აიღებს. ფაქტზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ვერ ვიტყვით იყო თუ არა ეს მძღოლის მიზეზი. ავტობუსი ტექნიკურად გამართული გამოვიდა ბაზიდან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ დასკვნა“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ისნის რაიონში სასტუმრო “რიჩის” კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.ავტობუსში 16 მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და 589 კვ.მ. კომერციული ფართი დაუბრუნდებათ
შემდეგი სტატია“რატომღაც გაჩნდა სურვილი, რომ ისინი ყოფილიყვნენ პირველ ხუთეულში” – გიგლა ბარამიძე თანაგუნდელების წასვლის მიზეზებზე საუბრობს