25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის აგვისტოში ჩატარებას მხარი დაუჭირა

Reuters-ის ინფორმაციით, ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის აგვისტოში ჩატარებას მხარი დაუჭირა.

ისლანდიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი გეგმის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით რეფერენდუმი 29 აგვისტოს გაიმართება.

ისლანდიის 63-ადგილიან პარლამენტში რეფერენდუმის ჩატარებას მხარი 34-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, 14-მა თავი შეიკავა, ხოლო 7-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირთან 2013 წელს შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებას მხარს დაუჭერს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო პირობების დასამტკიცებლად ქვეყანაში მეორე რეფერენდუმი ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშისკოტ ბესენტი: აშშ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის დაწესებას არ შეეგუება
შემდეგი სტატიაზახაროვა: არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს სომხეთის ხელმძღვანელობის დაახლოების კურსი ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან