ისლანდიაში კლიმატის ცვლილების გამო ერთი მყინვარი გაქრა

ისლანდიაში კვირას მყინვარ ოკეიკიუდლის დადნობის გამო გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა – ის კლიმატის ცვლილების გამო დადნა – АР წერს.

მყინვარი ოკეიკიუდლი ასი წლის წინ ისლანდიის დასავლეთით 15 კვადრატულ კილომეტრის ფართობზე იყო გაფენილი, მისი სისქე 50 მეტრი იყო. ახლა მან მყინვარის სტატუსი დაკარგა, რადგანაც მხოლოდ 1 კვადრატული კილომეტრი და 15 მეტრი დარჩა.
მყინვარი თითქმის 700 წლის იყო. ისლანდიელმა გეოლოგმა ოდურ სიგურდსონმა თითქმის ათი წლის წინ განაცხადა, რომ მყინვარი დნობას იწყებდა.

კვირას დაახლოებით 100 ადამიანი იღებდა მონაწილეობას სპეციალურ ცერემონიაში. მათ ყოფილ მყინვართან ტაბლო აღმართეს, სადაც წერია: “ოკ – პირველი ისლანდიური მყინვარია, რომელმაც თავისი სტატუსი დაკარგა. მომავალი 200 წლის მანძილზე ბევრი მყინვარი გაიზიარებს იგივე ბედს. ეს ტაბლო იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ვიცით რაც ხდება და ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ თქვენ გაიგებთ შევძელით თუ არა ჩვენ ამის გაკეთება”.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში, სავარაუდოდ – კრაზანის ნაკბენისგან, 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა