ისლანდიამ, შესაძლებელია, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს

ლონდონთან ახლოს ქალაქ სოლსბერიში სერეგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო, ისლანდიის მთავრობა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადების ვერსიას განიხილავს, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთში გაიმართება – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუდლეიგურ ტორმა განაცხადა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისლანდია კარგი კუთხით ვაჩვენოთ მაშინ, როცა ამდენი თვალია მომართული ჩვენსკენ. ეს სერიოზული პრეცენდენტი იყო, რომელმაც ბრიტანელებზე ძალიან იმოქმედა. უნდა განვიხილოთ, რა გავაკეთოთ და ჩვენს მოკავშირეებს დაველაპარაკოთ. ისლანდიის დელეგაციის გამგზავრებაზე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ არის მიღებული” – განაცხადა ტორმა.

14 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს ოფიციალურად დასდო ბრალი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიად მოწამვლაში.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძეს დაკითხავენ
შემდეგი სტატიასკარლეტ იოჰანსონის ფოტოზე ვირუსია დამალული