ისლანდიამ ახალი პარლამენტი აირჩია

ისლანდიამ ახალი პარლამენტი აირჩია. კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, ხმების უმრავლესობა მმართველმა “დამოუკიდებლობის პარტიამ” მიიღო. მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ ხმების 26 პროცენტი მიიღო, მმართველი გუნდის მოკავშირე პარტიამ კი, რომელიც მემარჯვენე ცენტრისტების კოალიციაში შედიოდა ხმების 6.5 პროცენტი დააგროვა. ხმების მიხედვით მეორე ადგილზე მემარცხენე მწვანეთა მოძრაობა გამოვიდა.

პარლამენტში 7 პარტია შედის, რის გამოც ექსპერტების შეფასებით, პრემიერის გუნდს საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება გაუჭირდება. კოალიციაში სულ მცირე სამი პარტია უნდა შევიდეს. ამ დრომდე უცნობია დარჩება თუ არა პრემიერის თანამდებობაზე მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ეწვევა
შემდეგი სტატიაკიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიმდინარეობს