ისლანდია: ოთხდღიანი სამუშაო კვირა უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა

ექსპერიმენტის ერთ-ერთი მიზანი სამსახურსა და სამუშაოს შორის ბალანსის პოვნა იყო. მსოფლოში ყველაზე მასშტაბურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა არც წარმოებას აზარალებს და თანამშრომლებიც უფრო მეტად ბედნიერები არიან, ყოველშემთხვევაში, ადმინისტრაციულ სექტორში მაინც.

ექსპერიმენტი 2015 წელს დაიწყო. 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი 36 ან 35 საათიანით შეიცვალა. მასში ისლანდიის მოსახლეობის დაახლოებით 1% მონაწილეობდა.

კვლევა 2019 წლამდე გრძელდებოდა და მომდევნო ორი წლის მანძილზე პროფკავშირებმა და მათმა ფედერაციებმა ან სამუშაო საათების შემცირებას მიაღწიეს, ან დასაქმებულთა 80%-სთვის მისი შემცირების უფლებას.

НКО Alda-ი და კვლევითი Autonomy ინსტიტუტი აღნიშნავენ, რომ ისლანდიურ საზოგადოებაში შემოსავლების მცირეოდენი ცვლილება, ეკონომიკის განვითარება და ჯანდაცვის ეფექტური სისტემა ქმნიან კონსენსუსს, რომლის თანახმადაც სამუშაო საათები შესამცირებელია, რადგანაც მოსახლეობა გრძნობს უთანასწობას და გაგრძელებული სამუშაო საათების არაეფექტურობას – “ბიბისი” წერს.
მეზობელი სკანდინავიის ქვეყნებში კვირის მანძილზე სამუშაო საათებია: დანიაში – 37 საათი, ფინეთში – 37,5 საათი, ნორვეგიაში 37,5 საათი.

ექსპრიმენტი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ოთხდღიან სამუშაო დღეზე გადასვლას არ გულისხმობდა, საუბარი იყო ორშაბათიდან სამუშაო საათების ერთი საათით შემცირებაზე ან პარასკევს მის ოთხი საათით შეკვეცაზე.
კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცნობილი არგუმენტი, რომ სამუშაო საათების შემცირება დატვირთვის მომატებას გამოიწვევს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ანა გოგიშვილის ინვესტორების რეკეტით აყვავებული ყვავილების ბიზნესი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია