“ისლამურმა სახელმწიფომ” საბავშვო ქვედანაყოფი შექმნა

25ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” 2014 წლიდან საკუთარ რიგებში ბავშვი-ტერორისტებს ზრდის – ამის შესახებ ჯორჯიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენეს – წერს ბიბისი.
ექსტრემისტების განცხადებით, 2015 წლის იანვრიდან მათი დაჯგუფებიდან 8-18 წლის ასაკის 89 ბავშვი და მოზარდი დაიღუპა. მათგან 39% თვითმკვლელი იყო, რომლებმაც თავი ავტომანქანებში აიფეთქეს, 33% კი პოზიციებზე დაიღუპა. “სავარაუდოდ, უფრო მეტი დაიღუპა. ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რომელიც თვითონ გაასაჯაროვეს” – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჩარლი უინტერმა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ბავშვების უმეტესობა სირიელები არიან, მაგრამ მათთან ერთად იბრძვიან საუდელი, იემენელი, ნიგერიელი, ფრანგი, ავსტრალიელი და ბრიტანელი არასრულწლოვნები.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ არა ერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სიკვდილით დასჯაში ბავშვები მონაწილეობენ. 5 თებერვალს გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც 10 წლის ბიჭი ტყვეს ყელს აჭრის. რადენიმე დღის წინ კი, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე 4 წლის ბავშვი იყო ნაჩვენები, რომელმაც მანქანაში 3 ტყვე ააფეთქა.

banner
წინა სტატიაშიისან-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ლეონიდ გერგედავამ დაფინანსებისთვის გამოყოფი თანხა უკან დაუბრუნა
შემდეგი სტატიარუსეთი თურქეთს ურჩევს ნაკლები იხუმროს