ისლამურმა სახელმწიფომ” მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქ დაბიკზე დაკარგა კონტროლი

8“ისლამურმა სახელმწიფომ” მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქ დაბიკზე დაკარგა კონტროლი – დღეს The Independent-ი წერს.
სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ნაწილებმა, რომელთაც თურქეთის ჯარი ამაგრებს, ქალაქი ბრძოლების შემდეგ დაიბრუნეს. ისლამისტების წინააღმდეგობა არ ყოფილა დიდი.

დაბიკი “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდაში დიდ როლს თამაშობდა. ჯიჰადისტები ირწმუნებიან, რომ ქალაქთან მდებარე დაბლობზე გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა მუსლიმებსა და რომაელებს (იგულისხმება ქრისტიენები) შორის. ისლამურ ესხატოლოგიაში ქალაქი ნახსენებია, როგორც მსოფლიოს დასასრულის ადგილი.
“ისლამური სახელწმიფოს” ინგლისურენოვან ჟურნალს სახელი ქალაქ დაბიკის გამო ქვია.

banner
წინა სტატიაში,,მოტოროლა,, ლიკვიდირებულია…
შემდეგი სტატიაკერი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს დღეებში აანონსებს