ისლამურმა სახელმწიფომ ბოევიკებს კანიბალიზმის უფლება დართო

ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ ბოევიკებს უფლება დართო ტყვეებს ორგანოები ამოაჭრან, თუკი ეს მუსლიმის სიცოცხლეს დაეხმარება – ინფორმაციას “როიტერსი” აქვეყნებს. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში.

“ურწმუნოს სიცოცხლისადმი ან მისი ორგანოსადმი არ არის საჭირო პატივისცემას განიცდიდე” – ნათქვამია ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოცემულ შესაბამის ფეტვში – “დაშვებულია ორგანოების ამოღება-ამოცლა, თუნდაც ამის შემდეგ დაზარალებული დაიღუპოს”.
“ურწმუნოს სხეულიდან მოგების ნახვის” ერთ-ერთ შესაძლო შემთხვევად ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელობა მსხვერპლის შეჭმას ასახელებს.

ჯიჰადისტური ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო მოქმედებს სირიის, ლიბიის და ერაყის ტერიტორიებზე.
2014 წლის აგვისტოდან კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მათ წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“ქართული პასპორტების გაცემა კიდევ ერთი წარუმატებელი ნაბიჯი იქნება”
შემდეგი სტატიაევროსასამართლომ შოტლანდიას ,,დალევასთან” ბრძოლა აუკრძალა