,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ავღანეთის რამდენიმე პროვინცია დაიპყრო…

,,ისლამური სახელმწიფოს,, 1500-მდე მეომარმა ავღანეთში ათასობით ადამიანი მიიმხრო და ჯალალაბადის სამხრეთით რამდენიმე პროვინციაზე კონტროლი დაამყარა, აცხადებს The Times-ი.

დასავლური გამოცემის ცნობით, ,,ისლამური სახელმწიფო,, ავღანეთში იგივე სცენარით მოქმედებს, როგორითაც ერაყსა და სირიაში… მებრძოლები უხმაუროდ შევიდნენ რეგიონში და უეცარად დაიპყრეს ქვეყნის ტერიტორია.

გამოცემის კორესპოდენტის ცნობით, ტერორისტები განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან მათ მიმართ დაუმორჩილებელ მოსახლეობას, რის გამოც მათ მიერ გაკონტროლებული პროვინციებიდან ათასობით ადამიანი იძულებით გამოიქცა… ავღანურ არმიას კი – ისლამისტების  შეკავება უჭირს და დიდ დანაკარგებს განიცდის… ყოველთვიურად 500-მდე მებრძოლს კარგავენ ავღანეთის სახელისუფლო ძალები, აცხადებს The Times-ი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიელია ჯიკირბა:მტრები ხომ არ წვანან, ჩვენი ჯარია, ასე არ არის?
შემდეგი სტატიატერაქტი ლონდონის მეტროში…(VIDEO)