,,ისლამურმა სახელმწიფომ,, აშშ-ს ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო… (VIDEO)

,,ეურონიუსის,, ცნობით, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, პასუხისმგებლობა აიღო აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინიოში მომხდარ ტერაქტზე, რომლის დროსაც ცოლ-ქმარმა, საიდ ფარუკმა (ქმარი – აშშ-ს მოქალაქე) და თეშფინ მალიქმა (ცოლი – პაკისტანის მოქალაქე) სახელმწიფო მოხელეთა წინასაახალწლო ღონისძიების მონაწილე  14 ადამიანი მოკლა და 20 დაჭრა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ, ტერორისტების ლიკვიდაციის შემდეგ მათ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ წყვილი დანაშაულს საგულდაგულოდ გეგმავდა. ბინის ჩხრეკის შედეგად გამოძიებამ 3 ათასამდე ვაზნა და 12-მდე  ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ იმ მიზეზებს, რომლებმაც  ახალგაზრდა წყვილს, რომელთაც 6 თვის ბავშვი ჰყავდათ, მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.

ამ დროისათვის ქალაქ სან ბერნარდინიოში შენარჩუნებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

www.timer.ge

/ვიდეო/

banner
წინა სტატიაშივაშლის ძმარი ფიბრომებს აცილებს
შემდეგი სტატიანორვეგიულმა გაზეთმა შემთხვევით თოვლის ბაბუას ნეკროლოგი გამოაქვეყნ