ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მეომარმა ჩინელმა ინტერვიუს მიცემა ინანა

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მეომარმა ჩინელმა ინტერვიუს მიცემა ინანა

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მეომარმა ჩინელმა ინტერვიუს მიცემა ინანასირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა ჩინელმა პრესისთვის მიცემული ინტერვის გამო სინანული გამოთქვა – წერს The South China Morning Post. მისი თქმით, ინტერვიუმ შესაძლებელია თანამოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყანოს.

“მგონია, რომ სისულელე ჩავიდინე. არ უნდა მიმეცა ბიბისისთვის ინტერვიუ. ჩემი სიცოცხლე ან სიკვდილი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ისლამური სახელმწიფო თვალყურს ადევნებს პუბლიკაციებს. არ მინდა ამის გამო ჩემს თანამემემულეებს, რომელთაც ერაყში ბიზნესები აქვთ, დაზარალდნენ, არ მინდა ზიანი მიადგეთ უდანაშაულო ადამიანებს” – განაცხადა ჩინელმა მოხალისემ.

25 წლის პანი სირიაში გასული წლის ოქტომბერიდან იბრძვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. მის საბრძოლო მიღწევებზე გასულ კვირას ბიბისის ჩინეთის ბიურომ ისაუბრა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მისმა ოჯახმა მხოლოდ ინტერვიუს შემფდეგ გაიგო შვილის საბრძოლო ცხოვრების შესახებ. ისინი მას სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდა მეომერი ჯერჯერობით სახლში დაბრუნებას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიამ ანტი-რუსული სანქციების დაბლოკვა უარყო
შემდეგი სტატიაბუდისტმა ბერებმა დამკრძალავ კონკურსზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს