“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ახალი ბომბი გამოიყენეს

111“ბიბისის” ექსპერტები თვლიან, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა ახალი, განსაკუთრებით ძლიერი ბომბი გამოიყენეს-წიუწყება “ბიბისი”
სპეციალისტების განცხადებით , მისი ქიმიური მოცემულობა და განთავსების საშუალება ჩვეულებრივისგან განსხვავდება.
ბაღდადში 3 ივლისს ამ ასაფეთქებელით სავსე მანქანა აფეთქდა, თვითმხილველებმა სპეციფიურ დეტალს მიაქციეს ყურადღება:მანქანაში მისი კვალი არ იყო, ახლომდებარე შენობები კი არ დაზიანებულან. ამის მიუხედავად, მოშორებით ბევრი მცირემასშტაბის ცეცხლი გაჩნდა, რომელმაც ასევე დიდი რაოდენობით ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია

სავარაუდოდ, ახალი ბომბი ელ-ფალუჯაში გამოიგონეს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლქვეშ.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 3 ივლისს ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. თავდაპირველად 27 დაღუპულზე გავრცელდა ინფორმაცია. შემდეგ დაზუსტდა, რომ 130 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია ზუგდიდის „სოფტექნიკ“-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველო რუსეთს სულგუნის მიწოდებას სთავაზობს