“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები თბილისში ? – სუს-ი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ოფიციალურად უცნობია ვის წინააღდეგ ტარდება სპეცოპერაცია. არაოფიცალიური ინფრომაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი პირების დასაკავებლად ტარდება. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, კოსრპუსში სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ სადარბაზოში ბინა იქირავეს. ერთ ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ამავე კორპუსში წლებია ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სავარაუდოდ პანკისიდან არიან, თუმცა არის თუ არა ჩეჩნური ოჯახი მიმდინარე სპეცოპერაციასთან კავშირში, უცნობია.

ორმხრივი სროლა სამართალდამცველებსა და ბინაში მყოფ უცნობ ადამიანებს შორის თითქმის 16 საათზე მეტაი გრძელდებდა. ერთ ერთი ვერსიით, ბინაში ორი მამაკაცი იმყოფება, რომელთაგან ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არის, მეორე ვერსიით კი ერთ ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი უცხო ქვეყნის.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დამხრების რამდენიმე მანქანა, თუმცა უცნობია არის თუ არ დაჭრილი ვინმე და ვისი მხრიდან.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა