,,ისლამური სახელმწიფოს,,, შურისძიება ,,ჰეზბოლაზე,, … ბეირუთში 41 ადამიანი მოკლეს…

დაახლოებით ერთი საათის უკან, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს სულ ცოტა 41 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე დაჭრილია…

არაბული ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთით, ,,ჰეზბოლას,, მიერ კონტროლირებად შიიტურ უბანში, სავარაუდოდ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აიფეთქა…

არაბული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლები იყვნენ… და ეს ერთგვარი შურისძიებაა, ლიბანური შიიტური დაჯგუფების ,,ჰეზბოლას,, მიერ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამხარ ბრძოლისა და ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლების განადგურების გამო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” რუსეთს კვლავ ტერაქტებით ემუქრება…
შემდეგი სტატიაFIFA-მ პრეზიდენტობის 5 კანდიდატი დაარეგისტრირა…