“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ბოევიკი ტერორისტების გეგმებზე საუბრობს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” თავდასხმების სერიას გეგმავდა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში – განაცხადა დაჯგუფების ყოფილმა წევრმა ჰარი სარფომ The New York Times-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, როგორც კი”ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მას მაშინათვე დაუკავშირდნენ გადამბირებლები და მოუწოდეს ევროპაში დაბრუნებულიყო ტერაქტების ჩასატარებლად.
“მათ მითხრეს: შენ უნდა დაბრუნდე ევროპაში. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? შენ ჩვენ გვჭირდები” და მუდმივად იმეორებდნენ, რომ მათ ერთდროუალდ აქვთ ტერაქტების სერია დაგეგმილი ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში” – იხსენებს ყოფილი ბოევიკი.
მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” უკან მთელი რიგი ბიუროკრატიული ქსელია, რომელიც ხალხის გადაბირებით, ბოევიკების მომზადებითა და ტერაქტების მოწყობით არის დაკავებული,
როგორც სარფო ამბობს, მას მალე გაუცრუვდა იმედები და თურქეთიდან გაიქცა. დააკავეს ბრემენის აეროპორტში. მიმდინარე მომენტში მას ტერორიზმთან კავშირის გამო თავისუფლების სამი წლით აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ, სექსუალური უმცირესობების თემებით ქულების დაწერას ცდილობენ
შემდეგი სტატიაბრიუსელის კაფეზე თავდამსხმელზე ძებნა გამოცხადდა