“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებები ერაყის ტერიტორიაზე სრულიად განადგურებულია

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა სირიის საზღვარზე გამაგრებული “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებების სრული განადგურების შესახებ.
“ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს სირიისა და ერაყის საზღვარზე და, შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ “ისლამური სახელმწიფოსთან” ომი დასრულებულია”, – აღნიშნა პრემიერმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, “მტერი მოვიდა, რომ ცივილიზაცია გაანადგუროს, მაგრამ ერაყმა გაიმარჯვა ერთიანობის და სიმტკიცის წყალობით”.
“ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებმა 2014 წელს ხელში ჩაიგდეს ერაყის ტერიტორიის გარკვეული რაიონები, მათ შორის ქალაქი მოსული. მიმდინარე წელს სამთავრობო ძალებმა შესძლეს ამ ქალაქის განთავისუფლება და დაიწყეს “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფებებისგან ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდა.
ინფორმაციას ავრცელებს “BBC”.

banner
წინა სტატიაშიგენერალი გოგი თათუხაშვილი შიმშილობის აქციას იწყებს
შემდეგი სტატიაისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა