“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა პალმირას დასავლეთით წინ წაიწიეს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა სირიის ქალაქი პალმირა დაიკავეს და დასავლეთით განაგრძეს გზა – გამოცემა “ალ-მასდარი” ავრცელებს.
პალმირას დასავლეთით სახელმწიფო ჯარის ნაწილები არიან გამაგრებული. თავდაცვითი პერიმეტრის უსაფრთხოებას “კალამურის ფარი”- თემური ჯარები უზრუნველყოფენ, რომლებიც რეგულარული ნაწილისგან გამაგრებას ელოდებიან. სამთავრობო ჯარები კონტრდარტყმების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ, თუმცა, ათას სამთავრობო ჯარისკაცზე, დაახლოებით 5 ათასი ბოევიკი მოდის – წერს გამოცემა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტერორისტებმა სრული კონტროლი დაიბრუნეს ქალაქ ტადმორზე, რომლის გარეუბნიდან პალმირა იწყება. დღეს პროვინცია ხომსის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ სირიის არმიამ უკან დაიხია და პოზიციები “ისლამურ სახელმწიფოს” დაუთმო.

banner
წინა სტატიაში15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიაჩინეთმა ტრამპის განცხადების გამო შეშფოთება გამოხატა