“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან ნავთობის ჭაბურღილებს ცეცხლი წაუკიდეს

2“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან ნავთობის ჭაბურღილებს ცეცხლი წაუკიდეს – დღეს ტელეარხმა “ალ-მანარმა” გაავრცელა.
ტერორისტები ამდაგვარად ერაყელი ჯარისკაცებისთვის გზის გადაკეტვას ცდილობენ, რომლებმაც დილიდან დაიწყეს მოსულის განთავისუფლების ოპერაცია. ჭაბურღილები, რომელზეც საუბარია, ელ-ხამდანიას დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, სადაც ერაყის არმიის მეცხრე დივიზიაა გადასროლილი.
შეგახსენებთ, რომ ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.
მოსული ერაყში სიდიდით მეორე ქალაქია. ის ტერორისტებმა 2014 წელს დაიკავეს.

banner
წინა სტატიაში2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი
შემდეგი სტატიაალეპოში რუსეთის მოქმედებები შესაძლებელია სამხედრო დანაშაულად შეაფასონ