“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ერაყში 85 ადამიანი მოკლეს

კირკუკის პროვინციაში, რომელიც ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს, ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” 85 ადგილობრივი დახოცა -ამის შესახებ ინფორმაციას ერაყული Al Sumaria ავრცელებს.
როგორც ტერორისტების ერთ-ერთი სარდალი ამბობს, მასობრივი დახვრეტა ხავიჯში მოხდა. დაზვერვის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ამ ეტაპისთვის, ექსტრემისტებს ქალაქ ხავიჯას მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების სამმართველოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოს ისლამისტებმა დაახლოებით 3 ათასი სამოქალაქო პირი აიყვანეს მძევლად, რომლებიც ქალაქიდან გაქცევას ლამობდნენ.
კირკუკის პროვინციის უდიდესი ნაწილი ისლამისტების ხელშია.

banner
წინა სტატიაშითარხანს მისი ბევრად უფრო საშიში ძმა შეცვლის?
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მორიგ განცხადებას ავრცელებენ