ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა შვიდი ადამიანი დეზერტირობის გამო გაასამართლეს -ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
სააგენტო “ფარსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერაყის ქალაქ მოსულში, ისლამისტებმა პროვინცია სალახ-ედ-დინში ომიდან გაქცეული ბოევიკები დააკავეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და მდუღარე წყლიან ქვაბში ჩასვეს.
Fars-ი ასევე წერს, რომ ივნისის შუა რიცხვებში “ისლამურმა სახელმწიფომ” საკუთარი 19 ბოევიკი იმის გამო დასაჯა, რომ მათ ელ-ფალუჯაში პოზიციები დატოვეს. მათ თავები წააცალეს.