“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა დამასკოსთან ქარხანაში 340 მუშა აიყვანეს მძევლად

"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა დამასკოსთან ქარხანაში 340 მუშა აიყვანეს მძევლადექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა დამასკოსთან მდებარე ცემენტის ქარხანაში 340 მუშა აიყვანეს მძევლად – ტელევიზია “ალ-იხბარია” იტყობინება.

Associated Press-ის მონაცემებით, ჯიჰადისტები ქარხანას თავს მოულოდნელად დაესხნენ.
სააგენტო “სანა” აკონკრეტებს, რომ ქარხნის მფლობელმა კომპანიამ მუშებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. ამასთანავე, თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მათ ასობით, აღმოსავლეთ გუტაში მანქანებით მიმავალი ხალხი დაინახეს, სადაც ტერორისტების ბაზა მდებარეობს.

სირიის მთავრობის და ამბოხებულების დაპირისპირება 2011 წლიდან დაიწყო, რომელიც მალე ფართომასშტაბურ ომში გადაიზარდა. “ისლამური სახელმწიფო” სირიასა და ერაყში 2014 წლიდან არსებობს.

banner
წინა სტატიაშიისლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
შემდეგი სტატიაინგლისში მოზარდებს მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს