ისლამური სახელმწიფო თვითმფრინავების გასანადგურებელ რაკეტებს ქმნის

ისლამური სახელმწიფო თვითმფრინავების გასანადგურებელ რაკეტებს ქმნის

ისლამური სახელმწიფო თვითმფრინავების გასანადგურებელ რაკეტებს ქმნისჯიჰადისტურმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ, შესაძლოა ისწავლა რაკეტების გაკეთება, რომელიც სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ იქნება მიმართული – ამის შესახებ Sky News-მა გადასცა ინფორმაცია სპეციალურ სიუჟეტში, რომელიც დღეს გავიდა ეთერში.
სიჟეტი მომზადებულია 8 საათიანი დაურედაქტირებელი მასალის საფუძველზე, სადაც საუბარია “ჯიჰადისტურ უნივერსიტეტზე” სირიის ქალაქ რაკაში. დოკუმენტი ხელში სირიის თავისუფალი ოპოზიციის არმიას ჩაუვარდა ხელში.
ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა სწავლულებისა და სპეციალისტების დახმარებით შეძლეს თვითნაკეთი თავების დამზადება რაკეტებისთვის “მიწა-ჰაერი”, რომელიც თვითმფრინავების გასანადგურებლად არის მიმართული.
სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ფუნქციონალური ავტომანქანები შექმნეს დისტანციური მართვით, რომლებიც მობილური ბომბების ფუნქციით გამოიყენება.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეის აფეთქება ტექნოგენურად მიიჩნიეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა უკრაინაში ქართველი მეომრებისთვის სუფრა გაშალა