ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ ნაღმს იყენებს ტერაქტებისთვის – დღეს Daily Express-ი წერს.
გამოცემა ეგვიპტის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ექსტრემისტებმა იმ ნაღმების მიწიდან ამოღება დაიწყეს, რომელიც 1941-43 წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე გერმანიის აფრიკულმა კორპუსმა დაამონტაჟა. ის, ასევე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად გამოიყენება.
“10-ზე მეტი შეტყობინება მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტებმა მეორე მსოფლიო ომის ნაღმები გამოიყენეს” – გაზეთი საუდის არაბეთში ეგვიპტის ყოფილი ელჩის ფაზი ელ-შაზგლის სიტყვებს ციტირებს.
გაზეთის თქმით, გერმანულმა აფრიკულმა კორპუსმა, სავარაუდოდ, 23 მილიონი ნაღმი დაამონტაჟა ეგვიპტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 40 ათას კვადრატულ კილომეტრში.