“ისლამური სახელმწიფო” სექს-ტყვეებს უცხოეთშიც ყიდის

ქურთების მთავრობის განცხადებით, “ისლამური სახელმწიფო” სექს-ტყვეებს მასობრივად ყიდის უცხოეთში – Rudaw წერს.
ერაყის ქალაქ სანჯარის მერმა, მიჰემ ჰალილმა განაცხადა, რომ განთავისუფლებული ქურთი ქალები მასობრივად ყვებიან იმაზე, რომ ჯიჰადისტებმა საექსპორტო ქსელი შექმნეს პაკისტანში, ავღანეთსა და ლიბიაში. გარდა ამისა, მყიდველებს შორის არიან ჩეჩნებიც. “ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, როგორც გაყავთ ქალები ერაყსა და სირიიდან” – ამბობს მერი.
მისივე თქმით, ბევრი ქურთი ქალის განთავისუფლება შესაძლებელი გახდა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ. მისი მონაცემებით, თანხის გადახდის შემდეგ გამოსყიდულია 6255 იეზიდი ქალი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას დავით უსუფაშვილიც დაესწრება
შემდეგი სტატიაბაქო და თბილისი კონსულტაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ