,,ისლამური სახელმწიფო,, სამოთხის პასპორტებს არიგებს

პასპორტები, რომელსაც ტერორისტული ორგნანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო,, (ISIS) საკუთარ მებრძოლებს ურიგებს, ხელში ჩაუვარდა სირიის ოპოზიციურ დაჯგუფებებს.
მწვანე პასპრორტი, რომელსაც ოქროსფერი წარწერები აქვს, გავრცელებული ინფორმაციით არ შიეცავს მფლობელის შესახებ არანაირ პირად მონაცემებს. მასში ყურანიდან ამოღებული რამდენიმე ციტატაა განთავსებული, რომლების მეომრების დამატებითი მოტივაციისათვის არის განკუთვნილი. გარეკანის ქვედა მხარეს კი -ინგლისურ და არაბულ ენაზე აწერია ,,სამოთხის პასპორტი,,
როგორც სირიის ოპოზიციაში ამტკიცებენ, ისლამისტთა ლიდერები ამ პასპორტს შიდა პროპაგანდისთვის იყენებენ რათა საკუთარ მეომრებთან, რომელთაც არწმუნებენ, რომ მათი იდეების გამო მოკლული მეომრები სამოთხეში მოხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკოს ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს
შემდეგი სტატიასოსო თოფურიძე ინტერპოლის წითელ ცირკულარში აღარ იძებნება